სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მეტს არ იმსახურებენ? - რა თანხას მიიღებენ ნაკრების წევრები უეფასგან

    მეტს არ იმსახურებენ? - რა თანხას მიიღებენ ნაკრების წევრები უეფასგან
    7 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბიჭებმა ევრო2024-ზე საოცრად ითამაშეს და მსოფლიოს საქართველოს ხმა კიდევ ერთხელ გააგონეს.

    აი რა თანხას მიიღებენ ისინი უეფასგან.

    ჯამში ნაკრები 12.25 მილიონ ევროს მიიღებს.

    აქედან 9.25 მილიონი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 – ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი – პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი – მერვედფინალში გასვლის.

    საპრიზო სისტემა, რომელიც უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცა ასე გამოიყურება:

    9.25 მილიონი ევრო – მონაწილეობისთვის;
    მატჩის ბონუსი: 1 მილიონი ევრო – მოგება; 500 000 ევრო – ფრე;
    1.5 მილიონი ევრო – მერვედფინალში გასვლისთვის;
    2.5 მილიონი ევრო – მეოთხედფინალში გასვლისთვის;
    4 მილიონი ევრო – ნახევარფინალისთვის;
    5 მილიონი ევრო – მეორეადგილოსანი;
    8 მილიონი ევრო – ჩემპიონი.

    ცნობისთვის, საქართველო 30 ივნისს მატჩს ესპანეთთან გამართავს.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ