სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ" - აზაროვი დინამო ბათუმს გამოემშვიდობა

    "ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ" - აზაროვი დინამო ბათუმს გამოემშვიდობა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველი, ირაკლი აზაროვი კარიერას "ცრვენა ზვეზდაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ კლუბებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია.

    აზაროვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც დინამო ბათუმსა და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა:

    "უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო დინამო ბათუმს. ჩვენ ერთად დაუვიწყარი წლები გავატარეთ, გვქონდა როგორც კარგი, ასევე ცუდი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და არასდროს არ ვიხევდით უკან. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პირატებს – თქვენ შეუდარებლები ხართ და ყოველთვის ჩემს გულში იქნებით, მინდა დიდი წარმატება გისურვოთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას."