სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ექიმი, რომელმაც კოლეგა დაჭრა დაკავებულია - რამდენწლიანი სასჯელი ემუქრება დამნაშავეს

    ექიმი, რომელმაც კოლეგა დაჭრა დაკავებულია - რამდენწლიანი სასჯელი ემუქრება დამნაშავეს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ექიმი, რომელმაც კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელი გიორგი გალდავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, დაკავებულია. ის 80 წლის ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა.

    "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“,
    - ნათქვამია განცხადებაში.

    დამნაშავეს 10-დან 15 წლამდე ემუქრება თავისუფლების აღკვეთა.