სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ცნობილია! - ვინ შეცვლის ამირან გამყრელიძეს?

    ცნობილია! - ვინ შეცვლის ამირან გამყრელიძეს?
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე თანამდებობა დატოვა.

    ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ამირან გამყრელიძეს დროებით თამარ გაბუნია ჩაანაცვლებს.

    "ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას", - თქვა მინისტრმა "პალიტრანიუსის" ეთერში.