სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თესალონიკში 89 წლის ქალი 90 წლის ქმარზე ძალადობის გამო დააკავეს

    თესალონიკში 89 წლის ქალი 90 წლის ქმარზე ძალადობის გამო დააკავეს
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბერძნული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თესალონიკში პოლიციამ ფორმალურად დააკავა 89 წლის ქალი, რადგან მის წინააღმდეგ მისსავე მეუღლეს ჰქონდა საჩივარი შეტანილი.

    აღსანიშნავია ის, რომ 90 წლის მამაკაცი მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მამაკაცს ბოლო 6 თვის განმავლობაში მხედველობის პრობლემები აქვს. საჩივრის მიხედვით, ქალი ბოლო 10 წელია, რაც მამაკაცზე ფიზიკურად ძალადობს და საჭირო რაოდენობის საკვებსაც არ აძლევს. როგორც 90 წლის მამაკაცმა პოლიციაში განაცხადა, ორი დღე ნორმალურად არ უჭამია: “სჯობს მოვკვდე, რომ მანაც დაისვენოს და მეც.”

    მამაკაცის სიტყვებს მეზობელიც ადასტურებს. ის ამბობს, რომ ცოლი ქმარს ნამდვილად უსწორდებოდა ფიზიკურად, ფანსაკუთრებით კი კიდურებზე ურტყტამდა. ბოლო მსგავსი ეპიზოდი 13 ივნისს, მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ დაუძახა გაჩერებულიყო, ქალმა არ მოუსმინა და ქმრის ცემა განაგრძო.

    სავარაუდოდ მოხუც მამაკაცს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რათა მისი საჩივრის ნამდვილობა დადასტურდეს. ცოლ-ქმარს ჰყავს ვაჟი, თუმცა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და სავარაუდოდ, მოხუცი მშობლების შესახებ სწორ ინფორმაციას ვერ ფლობს.