სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამსახურიდან წამოვედი… ისეთი რაღაც მითხრეს რომ ახლაც არ მჯერა" - რას ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა

    "სამსახურიდან წამოვედი… ისეთი რაღაც მითხრეს რომ ახლაც არ მჯერა" - რას ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ, ქეთა ჩანქსელიანმა, ისაუბრა იმაზე, რომ შუა მანჰეტენზე, ქართულ რესტორანში, სადაც ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა ისეთი რამ უთხრეს მეპატრონეებმა, რომ იქ ვეღარ გაჩერდებოდა და სამსახურიდან წამოვიდა.

    "ზოგადად, ქართველების დამოკიდებულება ქართველების მიმართ ამერიკაში არის შემარცხვენელი… არ მინდა, შემზიზღდეს ჩემი ერი და ქვეყანა, ისეთი ხალხია აქ… მოხდა რაღაც შეცდომა რესტორანში, სადაც ვმუშაობდი. რეალურად ჩემი ბრალი არ იყო. რეალურად სხვისი ბრალი იყო, მაგრამ ჩემი ბრალი იყო ის, რომ მე არ გადავამოწმე. ქალბატონი, რომელსაც თავი მოაქვს და ნიუ იორკში ბევრი იცნობს, უცბად მეუბნება, რომ ამ ყუთს თავში გირტყამო… ჯერ ეს რა მიმართვაა, სად გაიზარდე, საიდან გამოიქეცი? ამხელა ქალი შენიშვნის მიცემის ამ სტილს რომ ირჩევ… რომც ყოფილიყო ჩემი ბრალი, ეს რას ნიშნავს? თან, ახალი ვიყავი და მნიშვნელოვანიც არაფერი ყოფილა", - აცადებს ქეთა.