სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მამუკამ მთხოვა, ეს ჩვენს გარდა არავინ იცოდა, მასაც ვუთხარი არსად გაემხილა" - რას იხსენებს ზაზა ხუციშვილი

    "მამუკამ მთხოვა, ეს ჩვენს გარდა არავინ იცოდა, მასაც ვუთხარი არსად გაემხილა" - რას იხსენებს ზაზა ხუციშვილი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მუსიკოსი და პოლიტიკოსი, ზაზა ხუციშვილი მამუკა ონაშვილის შემოქმედებაზე საუბრობს და ერთ საიდუმლოს ამხელს.

    "რაც შეეხება, ჩვენ ერთად მუშაობას, ეს იყო პროექტი, "საუკუნის ნოსტალგია", რომელიც 2000-2002 წლებში სტუდია "მაესტრომ" განახორციელა, სადაც გასული საუკუნის ცნობილი "ჰიტები" ითარგმნა ქართულად, რომელიც ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.

    ერთ-ერთი იყო, ჯო დასენის ცნობილი სიმღერა "A toi", რომლის ტექსტის ავტორი მე ვარ - "ის სხვა" რომელიც შესანიშნავად შეასრულა მამუკა ონაშვილმა".

    - მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ წარსულს მისტირის.

    სწორედ, ეს არის საოცარი, რომ იმ პერიოდში, მეუღლე ჰყავდა, მაგრამ მამუკა, იმდენად კარგად ასრულებდა და გადმოსცემდა მინორულ სიმღერებს, ვფიქრობ, მასში ყოველთვის იყო სევდა.

    რ პროექტში (საუკუნის ნოსტალგია) მონაწილეობდა, მისი პირველი სიმღერა – აფრიკ სიმონის "Hafanana" იყო – "უკარება"(ტექსტის ავტორი ეკა აკობია), რომელსაც ყოფილ მეუღლე, ირინა ჩიხლაძესთან ერთად ასრულებდა.

    – როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდათ ერთად ჩაწერილი…

    პროექტში "საუკუნის ნოსტალგია" ორ კლიპში არიან გადაღებული – პირველი იყო „უკარება“ (აფრიკ სიმონის – Hafanana) და მეორე "ის სხვა" (ჯო დასენის – A toi), ასევე „ფოთოლცვენა“(კომპოზიტორი ნ. ერგემლიძე), სადაც ერთად მღერიან.

    სხვათა შორის, მამუკასთან, კიდევ ერთი გამონაკლისი გავაკეთე, როცა ეს პროექტი დასრულდა, დამირეკა და მთხოვა, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი დამეწერა.

    მანამდე, ერთმა პიროვნებამ მთხოვა, მაგრამ გადატვირთული რეჟიმის გამო, უარი ვუთხარი. მამუკა ისეთი კაცი იყო, ვერ დავწყვიტე გული და დავთანხმდი.

    ეს იყო ადრიანო ჩელენტანოს – "L’arcobaleno", რომელიც ასევე შესანიშნავად შეასრულა. არასდროს მითქვამს და მამუკასაც ვთხოვე, არსად გაემხილა, რომ ჩემი ტექსტია, პირველად ვამბობ თქვენთან", - ამბობს ზაზა ხუციშვილი.