სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რუსეთში მილიონი ქართველი რომ ცხოვრობს, მათი ბედი არ გაღელვებთ" - რას ამბობს პროფესორი სოლომონ ნერგაძე

    "რუსეთში მილიონი ქართველი რომ ცხოვრობს, მათი ბედი არ გაღელვებთ" - რას ამბობს პროფესორი სოლომონ ნერგაძე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიაში მოღვაწე, მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, სოლომონ ნერგაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეებზე წერს.

    "სიკვდილი რუს ოკუპანტს! რუს ოკუპანტს შესაბამისი პასუხი უნდა გასცე. რაც ვთქვი, იმაში ან ჩემს გულწრფელობაში ეჭვს ნუ შეიტანთ (ვინც შეიტანს, მივაწევ რუსსკი კარაბლს).

    რუსეთიდან შემოსულები ყველა ერთ ტაფაში მოვწვათ?! (კუთხვა რიტორიკულია). ის ხალხი, რუს ოკუპანტებს რო "ებრძვით" (აი, ის ბიჭები და იმათი მშობლები, ხაჭაპურზე რო დაუფურთხეს რუსის პატარა გოგონას), პლეხანოვზე დადიხართ?!... არაბების გაკეთებულები ხართ თუ, ვსიო, არაბების შემოსევა მორჩა?!...
    აღარ გვაქვს ხო არაბების შიში?!

    პერსიელების სოფელი რო შენდება ქართლში - ოკუპანტებთან "მებრძოლებო", დაინტერესდით, ვინ (აიღო ქრთამი) მიჰყიდა მათ ის მიწა?! კახეთში რო არაბული ციხე-სიმაგრე დასახლება წამოჭიმეს - ცხვირს რო ვერ შეჰყოფ შიგ, ის არაფერი, ხომ?!

    იქ ვერა... იქ შეიძლება ცხვირი მიგინგრიონ და დედა მოგიხნან... (ვერაფერი კაი სანახავია დეხამოხნული ქართველი). აქ, კი, ადვილია ხო, პატარა გოგოს, ოკუპანტის შვილს, ხაჭაპურზე დაუფურთხო?!.

    რუსი ოკუპანტია! რუსი ოკუპანტების დედაც!

    არაბებს და პერსიელებს მოეფერეთ... ფულს უხდიან მაგენიც... ფულს სუნი არა აქვს, დაჟე არაბის კვერცხების კოცნაში აღებულს...

    არ ვიცი, რამდენად გამიგებთ ბოლო ნათქვამს: ეს ისტერიკა ზღვარს რო გადავიდა და სიძულვილის ატმოსფერო რომ გააძლიერა, ამაზე არავინ ფიქრობთ?!
    რუსეთში მილიონი ქართველი რომ ცხოვრობს, მათი ბედი არ გაღელვებთ. მაგ სიძულვილის ტალღამ იქამდე რომ მიაღწიოს, არ გიფიქრიათ?!. ერი აღარ ვართ. ვართ რაღაც უფორმო მასა, რამდენიმე ადგილას დაჭრილი ცომივით და ერთმანეთი გაცილებით უფრო გვეზიზღება, ვიდრე ბუდანოვისნაირი გიენები... 2008 წელს იტალიაში გამოჩნდა წარწერები რესტორან-პიცერიებზე: "რაშენ-ფრიი". იცით, რატომაც.

    სიძულვილის ატმოსფერო და პიცაში ვინმეს ჩაეფურთხებინოს არ მახსოვს. აქვთ ნორმალურ ადამიანებს გარედან მიწერილი: ოკუპანტები აქ არასასურველი სტუმრები ხართო.

    იმედია, სწორად გამიგებთ ნათქვამს. იმედია, დიდგორობას გადაივსება დიდგორის ველი მოზეიმე ქართველებით. იმედია, მთავრობას უკვე დაანიშნინეთ უფასო ავტობუსები...

    ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!", - წერს სოლომონ ნერგაძე.