სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეგობრები მტრად დაგვისახა და მტრებს კარები ფართოდ გაუღო" - რას წერს ტორესა მოსი

    "მეგობრები მტრად დაგვისახა და მტრებს კარები ფართოდ გაუღო" - რას წერს ტორესა მოსი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მწერალი, ტორესა მოსი ირაკლი კობახიძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    "შემთხვევით არ უყვარს ბიძინას ორუელი. ცნებებისთვის შინაარსის შეცვლა ისწავლა. ამას აკეთებს 10 წელია.

    სამშობლოს სიყვარულს ქსენოფობია დაარქვა, საკუთარი ქვეყნის დაცვის ყველა მცდელობას - ომის სურვილი, მოსამართლეების მონობას - თავისუფლება და ამერიკის ელჩს ეჩხუბება მოსამართლეების დამოუკიდებლობაში ნუ ერევიო, მეგობრები მტრად დაგვისახა და მტრებს კარები ფართოდ გაუღო.

    ეს უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად და ამაზე პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველას ერთად და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს", - წერს ტორესა მოსი.