სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მადლობა, რომ თქვენი შვილი მოგვანდეთ" - ნეაპოლელი გულშემატკივარი კვარაცხელიაზე საუბრობს

    "მადლობა, რომ თქვენი შვილი მოგვანდეთ" - ნეაპოლელი გულშემატკივარი კვარაცხელიაზე საუბრობს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "რუსთავი 2"-თან საუბარში"ნაპოლის" ქომაგმა, ქოპიერ პაოლო პენცამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

    "ხვიჩა კვარაცხელიას, როგორც ფეხბურთელს, აქამდე არ ვიცნობდი და ვფიქრობ, რომ ნეაპოლში არც არავინ იცოდა მის შესახებ, მაგრამ "ნაპოლის" ჰყავს ძალიან კარგი სპორტული დირექტორი. მჯერა, რომ ხვიჩა იცნობდა ჩვენს მწვრთნელს. ლუჩიანო სპალეტი, 5 წელი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" მუშაობდა. როგორც დაიწერა, სწორედ მან დაურეკა ხვიჩას, რათა შემოთავაზების მიღებაში დაერწმუნებინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მან გადაწყვიტა "ნაპოლიში" ჩამოსვლა, რადგან მჯერა, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი ემოციის მინიჭება შეუძლია ნეაპოლელებისთვის და სანაცვლოდ, ჩვენგან დიდი სიყვარულისა და მადლიერების მიღებას შეძლებს," - მისი თქმით, ნეაპოლი მშვენიერია ქალაქია, ასევე სტუმართმოყვარედ ითვლება და ხვიჩას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება.

    გასულ წელს, განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში, "ნაპოლი" Seria A-ში ძალიან კარგად გამოიყურებოდა და დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა ჩემპიონობის შანსებს, საბოლოოდ კი ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა. პიერი ოპტიმისტურად უყურებს ახალ სეზონს და იმედი აქვს, რომ მისაღწევ წარმატებებში ხვიჩას როლი დიდი იქნება.

    "ბოლო წლებში, "ნაპოლი" იტალიასა და ევროპაში მნიშვნელოვანი კლუბი გახდა. წელს ის "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას და ხვიჩა კვარაცხელიას ექნება შესაძლებლობა, აჩვენოს თავისი სრული ღირებულება - მნიშვნელოვან ეტაპებზე დაპირისპირებებში. იმედი მაქვს, "ნაპოლის" შეუძლია დაიბრუნოს Seria A -ს ჩემპიონის ტიტული, რომელიც 30 წელია დაკარგული გვაქვს, ასევე, აჩვენოს კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა ეს არამხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიაზე, არამედ მთელ გუნდზე იქნება დამოკიდებული. მადლობა ბათუმის "დინამოს" და მის გულშემატკივრებს, რადგან - "ნაპოლის" "მათი შვილი მიანდეს", - ამბობს ქოპიერ პაოლო პენცა.