სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • პირველად საქართველოში - ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა

    პირველად საქართველოში - ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოში პირველად ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა "ქვიარი" ავრცელებს.

    "ამა წლის 18 ივნისს, საქართველოს ეპისკოპალურმა ეკლესიამ აღასრულა ჯვრისწერის საიდუმლო ერთნაირსქესიან წყვილზე.

    ფაქტი ისტორიულია, რადგან ეს არის საქართველოში ჩატარებული ერთ-ერთი პირველი საჯარო საეკლესიო ჯვრისწერა ერთნაირსქესიანი წყვილისათვის.

    წყვილს უფლისა და ერთმანეთის სიყვარულში დარჩენას ვუსურვებთ.

    ამერიკის ეპისკოპალური ეკლესია პირველი ეკლესიაა ანგლიკანურ თანაზიარებაში, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილებზე ჯვრისწერის წესი დაუშვა (2012 წლიდან)",
    - წერია განცხადებაში.

    პირველად საქართველოში - ეპისკოპალურმა ეკლესიამ ერთნაირსქესიან წყვილს ჯვარი დაწერა


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ