სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ფოტო გამოაქვეყნა თენგიზ ცერცვაძემ ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ

    რა ფოტო გამოაქვეყნა თენგიზ ცერცვაძემ ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძეს ემშვიდობება.

    "ის არის დიდი პროფესიონალი და გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო აღიარების მქონე პიროვნება. ამირანი არის საქართველოს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. მის სახელს უკავშირდება ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტები და ინიციატივები. ის თავის შესანიშნავ მეუღლესთან ერთად არის დიდი და ტრადიციული ქართული ოჯახის ბურჯი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მაკავშირებს ახალგაზრდობის დროინდელი დიდი მეგობრობა. დიდი მადლობა ამირან ყველაფრისთვის და საუკეთესო სურვილები მომავლისთვის!", – წერს თენგიზ ცერცვაძე და ფოტოს აქვეყნებს.

    რა ფოტო გამოაქვეყნა თენგიზ ცერცვაძემ ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ