2021 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე ლაშა ბექაურმა ის სურვილი გაამხილა, რომლის ახდენაც 2022 წელს სურს.
"ახალ წელს, 2022-ში ვისურვებდი, რომ კომპლექტაციის შეკვრაში მაკლია ერთი ტიტული მსოფლიოს ჩემპიონობა და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები განსაკუთრებულად. ქართველ გულშემატკივარს ბევრ სიხარულს და გამარჯვებას ვპირდები", – ამბობს ლაშა ბექაური.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი აქტიურად ვარჯიშობს და ახალი მწვერვალების დასპყრობად სულ მალე მზად იქნება.