სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უფასო დასვენება საბერძნეთში - ვინ ისარგებლებს სერვისით?

    უფასო დასვენება საბერძნეთში  - ვინ ისარგებლებს სერვისით?
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბერძნული მედიის ინფორმაციით, მთავრობისგან უფასო დასვენების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სისტემა 15 ივნისიდან იწყება.

    მოქალაქეებს 15-დან უკვე შეუძლიათ, რომ განაცხადები გავაკეთონ და დასვენების კუთვნილი პაკეტი მიიღონ, რომელიც მოიცავს კუნძულზე ყოფნის დაფინანსებას.

    ეს პროგრამა 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივლისამდე გრძელდება. წინა სეზონთან შედარებით, მისი ბიუჯეტი 5 მილიონი ევროთია გაზრდილი, 2021-2022 წლებში 30 მილიონი იყო, ახლა კი, 35 მილიონს შეადგენს.

    შეგახსენებთ, განაცხადების გაკეთება შესაძლებელი იქნება 23 ივნისის ჩათვლით, 14:00 საათამდე, აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაზე.

    დასვენება შესაძლებელია რამდენიმე კუნძულზე, ესენია: ლეროს, ლესვოს, ხიოს, კოს და ასევე ევროს ტერიტორიაზე, მთავრობა 10 დღიან სრულიად უფასო დასვენებას გთავაზობთ.

    ინფორმაციისთვის, თუ რამდენად აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და მიიღება თუ არა თქვენი განაცხადი მთავრობის მიერ, დაუკავშირდით პირად ბუღალტერს, რომელიც გადახედავს თქვენს ზუსტ მდგომარეობას და დაგეხმარებათ განაცხადის შევსებაში.

    პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც უმუშევრებს, ასევე დასაქმებულებს.

    FACEBOOK კომენტარები
    მსგავსი სიახლეები