სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლის გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე

    "სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ" - რას წერენ ნეაპოლის გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიაზე
    2 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლიდან 1 თვეზე მეტი გავიდა. ვარაცხელიას სტარტი ჩინებული აქვს, რადგან მან ამხანაგურ შეხვედრებში 4 გოლი გაიტანა და ორი დაგოლე გადაცემა დააგროვა.

    ქართველი გარემარბის ასეთ თამაშს, "ნაპოლის' გულშემატკივრები გამოეხმაურნენ.

    "ნამდვილი ანარქისტული ნიჭი, რომელიც მოგაგონებთ ფეხბურთის ყოფილ ჩემპიონებს: მერონი, ბესტი, კრუიფი

    "ჩემი აზრით, მისი წყალობით სეზონის ბოლოს მარადონას არსებობას დავივიწყებთ."

    "ბიჭი ძალიან ძლიერია. შეხვდება სირთულეებს, მაღალი დონის მცველებს, მოუწევს ისწავლოს და გაიზარდოს. მაგრამ ის მზადაა, თავხედი და ველურია. ამ თვეში უფრო მეტი დრიბლინგი ვნახე, ვიდრე მთელ გუნდში ბოლო 4 წლის განმავლობაში.

    "ფეხბურთელმა ასეთი ერთსულოვანი დაფასება ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე აქამდე სულ რამდენჯერმე მიიღო. ბოლოს ასეთი ალბათ კავანი იყო."

    "ამჟამად ნაპოლის საუკეთესო შენაძენი. როცა ბურთი ფეხებთან აქვს, ყოველთვის უნდა ელოდო ჯადოსნურ დარტყმას, რომელსაც შეუძლია თამაშის გარდაქმნა. ძალიან ბრწყინვალე და შრომისმოყვარე."

    "თუ მისი დონე ისეთია, როგორიც ამხანაგურ მატჩებში აჩვენა, "ნაპოლის" სერია ა-ს 5 უძლიერესი მოთამაშიდან ერთ-ერთი ეყოლება."

    "არაჩვეულებრივი ბიჭი, რომელსაც აქვს განსხვავებული ტექნიკა და მონდომება, თუ ჩემპიონატშიც მოახერხებს იმის გამეორებას, რაც ამხანაგურ მატჩებში გააკეთა, - ძალიან გავერთობით."

    "მე მას არ ვიცნობდი (როგორც ყველა სხვა), ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე."

    "ჯერ-ჯერობით ჩვენი საუკეთესო შენაძენია", - წერენ ნეაპოლელი ქომაგები.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ