გიორგი მიქაუტაძეს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას შოთა არველაძე ულოცავს.
ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთს უდიდესი ჯილდო შეემატა.
“ვულოცავ გიოს ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მოგებას და ვულოცავ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც უდიდესი, ისტორიული და საკოლექციო ჯილდო შეემატა.
ისიც სათქმელია, რომ მიქაუტაძემ 3 გოლი ყველაზე ნაკლებ დროში გაიტანა და ამით, ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტად ფასობს,“ – წერს შოთა არველაძე.