კახა კალაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი თქმით გლდანის თეთრ ტბაზე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამუშაოები დაიწყო და აგვისტოს შემდეგ ტბის წყლით შევსება დაიწყება, რაც GWP-სთან თანამშრომლობით მოხდება.
„იქიდან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა GWP-ის ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება.
ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა GWP-სთან, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.
ამ ეტაპზე შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობითი სამუშაოები, რომელიც უნდა დაერთდეს წყალგამტარ გვირაბზე. ეს სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის დამთავრებული იქნება და დაიწყება შევსებითი სამუშაოები“ - განაცხადა კახა კალაძემ.