სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სამწუხაროა ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ ვზრუნავთ სათანადოდ" - სვანეთში მიწა ჩამოიშალა

    "სამწუხაროა ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ ვზრუნავთ სათანადოდ" - სვანეთში მიწა ჩამოიშალა
    8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში ნინა ნაკანი ავრცელებს ფოტოს და ინფორმაციას, რომ მესტიისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ეცერთან ახლოს, შავღელეზე მიწა ჩამოიშალა, რის გამოც 50-ამდე მანქანაა გაჩერებული. გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია მესტიის და ზუგდიდის მხრიდან.

    ვითარების შესახებ ნინა ნაკანი კომენტარს სოციალურ ქსელში წერს:

    “ორი საათი გავიდა რაც მეწყერის პირისპირ ვდგავართ უამრავი ადამიანი. პირველი მანქანით ჩვენ გავჩერდით და ამის შემდეგ 50მდე მანქანაა მოგროვდა ირგვლივ, რომელშიც უამრავი ტურისტი, ბავშვი, მოხუცი და ახალგაზრდები ვართ თავმოყრილი და შევცქერით უზარმაზარ ტალახისა და ქვის მასას, ეს ყველაფერი ხდება მესტიისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე ეცერთან ახლოს, შავღელეზე. ორი საათია ერთმანეთს ვამხნევებთ და იმედით ველოდებით ტექნიკას რომელიც უნდა მოვიდეს და გაწმინდოს აქაურობა, მაგრამ ამაოდ… ყველაფერს ართულებს ის რომ წვიმს და ძალიან ცივა, ამავდროულად უკვე ღამდება და რეაგირება არ ჩანს არანაირი.
    იქნებ ყურადღება გამოიჩინოთ და შექმნათ წინასწარ ისეთი სიტუაცია, რომ ასეთ მომენტებში დროული რეაგირება მოხდეს, სირცხვილი ტურიზმის განვითარებაზე რომ ისევ გვაქვს პრეტენზია… ადგილობრივ მოსახლეობაზე ვერ ვზრუნავთ სათანადოდ… “



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ