სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა“ – რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა

    “ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვეყანა“ – რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის დედა
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ შვილის გაუჩინარებიდან 4 წელი გავიდა. გარდაცვლილი შვილის დედა იმედოვნებს, რომ სამართალი აუცილებლად იზეიმებს:

    “დე უკვე 4 წელი წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა შენ გაუჩინარდი ჩვენი ცხოვრებიდან. მოგიკვდეს დედა რომ ვერ დაგიცვა… არც ერთი წუთი და წამი არ არსებობს შენზე ფიქრით და მონატრებით არ იყოს გაჯერებული.

    ნეტა როგორ მაძლებინებს უფალი ამ ჯოჯოხეთურ მონატრებას? ნეტა კიდევ რამდენი წელი სჭირდება სამართლიანობის აღდგენას ნუთუ მართლა ჩალით არის დახურული ქვე – ყანა? მინდა მჯეროდეს რომ სამართალი იზეიმებს და კარმა რეალურია…“ – წერს თეონა თამაზაშვილი.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ