ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოს მცხოვრები, 27 წლის ქალი დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები კლინიკას უყურადღებობაში და უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
როგორც ახლობლები ამბობენ, ახალგაზრდამ კლინიკაში ფიზიოლოგიური წესით იმშობიარა და მიუხედავად ჩივილებისა, პაციენტი მაინც გაწერეს სახლში.
მდგომარეობის გაუარესების გამო, ახალგაზრდა ქალი გუშინ კლინიკაში გადაიყვანეს, ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.