ონში საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ავარია გუშინ სოფელ ხიდეშლებთან, კერძოდ ბოდოურას ხეობასთან მოხდა.
მანქანაში 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
„გაგვანადგურა ამ ამბავმა, ჩემს თვალწინ, ჩემს ხელში გაზრდილი ბიჭები არიან, ორი 23 წლის არის, ვინც საჭესთან იჯდა ის გვარად გრიგოლიაა. მათზე უფროსი იყო. სამივეს ვიცნობდი და ძალიან განვიცდი ამ ამბავს. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ნახალოვკაში, სააკაძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ. არ ვიცი როგორ უნდა შევეგუოთ ამ საშინელ ამბავს. გავრცელდა ინფორმაცია არასრულწლოვნის დაღუპვაზე, მაგრამ არ ვიცი ეს რამდენად არის მართალი, ჩემი ინფორმაციით, ის დამტვრეულია და ცოცხალია, კლინიკაშია. სამივე გარდაცვლილს პირადად ვიცნობდი და ძალიან ცუდად ვარ ამ ამბის გაგების შემდეგ. სიტყვები უძლურია ამ დროს. დაღუპულებიდან ერთი ლუკა ჯიქურაძეა, მეორე ჯიმშერ გრიგოლია, მესამე კი ლევან ბაკურაძეა. როგორც ამბობენ, გრიგოლია იჯდა საჭესთან, საწყალს შვილი შარშან გარდაეცვალა და ამ ტკივილით ცხოვრობდა ეს ერთი წელი. ახლა თვითონაც დაიღუპა. უკარგესი ბიჭები და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ სამივე. ძალიან დიდი ტრაგედიაა მომხდარი," - აი რა კომენტარს აკეთებს მეზობელი.
როგორც ცნობილი ხდება ისინი დასასვენებლად იმყოფებოდნენ თბილისიდან.