სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები, გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ეს ბიჭი” – გველესიანი

    “სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები, გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ეს ბიჭი” – გველესიანი
    2 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ანდრია გველესიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ გიორგი გველესიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    როგორც ანდრია წერს, როდესაც გიორგიმ დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო საზოგადოებისგან 33 წლის ასაკში ფეხბურთელმა, სწორედ მაშინ გაღიზიანდნენ ადამიანები – მისივე თქმით “სექტანტები“ და ვერ აიტანეს გიორგი გველესიანის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება.

    “დაისვენებენ ზოგიერთები ♥️

    წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით,როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო.

    დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში ✨

    უბრალოდ არიან ადამიანები (სექტანტები) რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე, მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება..

    არა უშავს იმედი მაქვს განვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში ოდესმე ♥️“ – წერს ანდრია გველესიანი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ