გადაცემაში “ნოესთან“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი გველესიანი იმყოფებოდა სტუმრად.
გიორგი გველესიანმა გადაცემაში მშობლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ ისინი ძალიან ბევრს შრომობდნენ მისთვის.
“ჩემი მშობლები 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. მაშინ ძალიან რთული ცხოვრება იყო და როგორც შეეძლოთ აკეთებდნენ. არ ჰქონდათ იმის ფუფუნება, რომ თუნდაც ვარჯიშზე გამომყოლოდნენ. ხშირად ავტობუსი “გადამიგდია“, რადგან 20 თეთრი არ მქონდა. ან ფეხით წავსულვარ ვარჯიშზე და ათას ხათაბალას გადავყრილვარ. 20 ლარი იყო გადასახადი.. ფეხბურთიდან ორ თვეში გამოვედი, რადგან არ მინდოდა სახლში ფული მეთხოვა…
მერე ისე მოხდა, რომ თავისით დალაგდა ჩემს ცხოვრებაში. პირველად, როდესაც თბილისის “დინამოში“ მივედი, მეცვა “ტაიგერის“ კედებით, რომელიც გახეული იყო და მეცვა საწვიმარი შარვალი.. რომ წარმოიდგინოთ, „გამოწკეპილი“ ფეხბურთელი ხარ და ვიღაც მოდის “ტაიგერებით“, “პლაშოვკა“ ფართხუნა შარვლით და უცებ შენთ ერთად უნდა ივარჯიშოს.. პირდაპირ არავის არაფერი უთქვამს, თუმცა, შენ ხომ გრძნობ, ზოგი დაგცინის, ზოგი ჩაიცინებს, ვინ არის, ვინ მოვიდაო..“, – ამბობს გიორგი გველესიანი.