26 ივლის პარიზის ოლიმპიური თამაშები დაიწყო, გახსნის ცერემონია 4 საათს გაგრძელდა და რამდენიმე სეგმენტისგან შედგებოდა. ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარდგენა მდინარე სენაზე მოხდა.
ძიუდო, ჭიდაობა, ძალოსნობა, კრივი, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ცურვა, ბატუტზე ხტომა და ფარიკაობა - ქართველი ათლეტები სპორტის ამ ცხრა სახეობაში იასპარაზებენ და ეცდებიან, რომ ქვეყანას რაც შეიძლება მეტი მედალი მოუპოვონ.
ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე ნაკლები მონაწილე იასპარეზებს. საქართველოდან სპორტსმენების რეკორდული რაოდენობა (40 სპორტსმენი) 2016-ში რიოს ოლიმპიადაზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება გამოცდილებას, საქართველოს დელეგაცია პარიზში 4 ოლიმპიური ჩემპიონით არის ჩასული. ნინო სალუქვაძე - ტყვიის სროლა (სეული 1988); ლაშა ტალახაძე - ძალოსნობა (რიო-დე-ჟანეირო 2016, ტოკიო 2020); ლაშა შავდათუაშვილი - ძიუდო (ლონდონი 2012); ლაშა ბექაური - ძიუდო (ტოკიო 2020).
ოლიმპიელები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ, თავდაუზოგავი ბრძოლისთვის ემზადებიან, რათა სპორტის ისტორიაში თავიანთი სახელები დაამკვიდრონ და სამშობლოს მედლები მოუტანონ.
მედლების ფასი კი სინჯის მიხედვით განისაზღვრება:
ოქროს მედალი – 1, 400 დოლარი;
ვერცხლის მედალი – 700 დოლარი;
ბრინჯაო – 10 დოლარი;