ილია თოფურია გოგოს მამა გახდა, მისი მეუღლე ჯორჯინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ახალშობილის ფოტოს გვიზიარებს და ღმერთს მადლობას უხდის, რომ ჯანმრთელი შვილის შეეძინა.
"ჩემი ცხოვრების კურთხევა. შენ მოდიხარ სამყაროში ძალიან დიდი საქმეების გასაკეთებლად. ქალიშვილო, შენთან ერთად დაბადებული მიზნები წარმოუდგენელია. მიყვარხარ და გამიმართლა რომ მყავხარ. მე გაკურთხებ იესოს სახელით. მოგესალმებით ჩემო პატარა ჯორჯინა." - წერს თოფურიას მეუღლე.
აღსანიშნავია, რომ თოფურიას მიზანი ის გახლავთ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი გახდეს, რაც უდიდესი მიღწევა იქნება.
ილიამ საჩემპიონო ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხებით 350 000 ევრო მიიღო. ილიას საშემოსავლო ცნობა ინტერნეტში ჯერჯერობით არაა განთავსებული.