სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ისევ უმედლოდ ვართ - როგორია 30 ივლისს ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე

    ისევ უმედლოდ ვართ - როგორია 30 ივლისს ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და კვლავ მედლის გარეშე ვასპარეზობთ.

    დიდია ალბათობა, რომ ეს სურათი ხვალ შეიცვალოს და პირველ მედალსაც დავეუფლოთ - 30 ივლისს, საქართველოს სახელს ოლიმპიადაზე ორი ძიუდოისტი ეთერ ასკილაშვილი და ტატო გრიგალაშვილი დაიცავენ.

    ეთერის პირველი მეტოქე სლოვაკი ანდრეა ლესკი იქნება (-63კგ) და ქართველი ჯუდოკა მეორე ტატამზე მე-9 გამოვა.

    რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს, ახალგაზრდა ძიუდოისტი მოლდოველ მიხაილ ლატისევს (-81კგ) დაუპირისპირდება და პირველ ტატამზე მე-10 გამოვა.

    ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ