სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გავაგრძელებ თუ არა კარიერას ასეთი უსამართლობის შემდეგ?" - რას ამბობს სანდრო ბაზაძე

    "გავაგრძელებ თუ არა კარიერას ასეთი უსამართლობის შემდეგ?" - რას ამბობს სანდრო ბაზაძე
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაძაძემ Leadersport-თან ინტერვიუში პარიზის ოლიმპიადაზე ისაუბრა და მსაჯების თემასაც შეეხო.

    30 წლის სპორტსმენის თქმით, ჯერ არ იცის გააგრძელებს თუ არა ფარიკაობას.

    "სამწუხაროა, რომ ოლიმპიური თამაშებია და ამხელა ტურნირზე მეორედ არ მაძლევენ შანსს, რომ მედალი ავიღო.

    რაც კი არსებობს ყველა მედალი მოგებული მაქვს, ერთადერთი ოლიმპიადა მაკლია და ამის შანსს მიკლავენ. ყველა სპორტსმენს პატივს ვცემ ვინც გაიმარჯვა, მაგრამ ვიცი, რომ მედალს მეც ვიმსახურებ.

    გავასაჩივრო? და რა შეიცვლება ამით, მედალს მე არავინ დამკიდებს, ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი.

    17 წელია სპორტსმენი ვარ, ვინ არის დღეს ჩემზე უკეთესი? კარიერას გავაგრძელებ თუ არა, არ ვიცი... დავისვენებ აუცილებლად, ჩემი შვილები მენატრებიან", - განაცხადა ბაზაძემ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ