სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ამასთან როგორ წევხარ" - მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანს დასცინა

    "ამასთან როგორ წევხარ" - მარიო ბალოტელიმ კიმ კარდაშიანს დასცინა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიელმა ფეხბურთელმა, მარიო ბალოტელიმ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც კიმ კარდაშიანსა და კენიე ვესტს დასცინა.

    რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც აღბეჭდილია, თუ როგორ გამოიყურება სანაპიროზე მყოფი კიმ კარდაშიანი. ლეგენდარული იტალიელი სწორედ ამ ფოტოებს გამოეხმაურა.

    "სერიოზულად, ეს რა ჯანდაბაა? კენიე, ამასთან ერთად როგორ დადიხარ? ერთადერთი ქალი, რომელიც პლასტიკური ქირურგიით გაუარესდა. ვწუხვარ", – წერს ბალოტელი.

    შეგახსენებთ, წყვილი, კენიე ვესტი და კიმ კარდაშიანი რამდენიმე თვის წინ ერთმანეთს დაშორდნენ.