სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შეუძლებელი არაფერია - 7 თვის ორსულმა ქალმა ოლიმპიადაზე მსოფლიო გააოცა

    შეუძლებელი არაფერია - 7 თვის ორსულმა ქალმა ოლიმპიადაზე მსოფლიო გააოცა
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ, პარიზის ოლიმპიადაზე ორსულმა მოფარიკავემ იასპარეზა - 26 წლის ნადა ჰაფეზი 7 თვის ფეხმძიმე გამოვიდა შეჯიბრზე და ერთი დაპირისპირების მოგებაც მოახერხა.

    ამერიკელის დამარცხების (15:13) შემდეგ, ეგვიპტელი მოფარიკავე მეორე წრეში სამხრეთ კორეელთან დამარცხდა (7:15).

    "თქვენ გეგონათ, რომ ორ ადამიანს უყურებდით, რომლებიც შეხვედრაში მონაწილეობდნენ, რეალურად კი სამნი ვიყავით: მე, ჩემი მეტოქე და ადამიანი, რომელიც ჯერ ამ სამყაროს არ მოვლენილა.

    პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვთქვა თუ რაოდენ ამაყი ვარ, რომ ჩემი შვილი მერვედფინალში იყო", - დაწერა მოფარიკავემ სოციალურ ქსელში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ