სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ერთი ვერცხლის ამარად - როგორია 31 ივლისს ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე

    ერთი ვერცხლის ამარად - როგორია 31 ივლისს ქართველი სპორტსმენების განრიგი პარიზის ოლიმპიადაზე
    2 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პარიზის ოლიმპიადაზე, საქართველოს წარუმატებელი გამოსვლა გრძელდება და კვლავ ოქროს მედლის გარეშე ვასპარეზობთ - ერთადერთი მედალი (ვერცხლის) ტატო გრიგალაშვილის სახელზეა.

    დიდია ალბათობა, რომ ეს სურათი ხვალ შეიცვალოს და პირველ ოქროსაც დავეუფლოთ - 31 ივლისს, საქართველოს სახელს ოლიმპიადაზე ერთადერთი ზიუდოისტი და ტურნირის ფავორიტი, ლაშა ბექაური დაიცავს.

    მისი პირველი მეტოქე კარამნობ საგაიპოვი (ლიბანი) ან ივაილო ივანოვი (ბულგარეთი) იქნება - ლაშა ბექაური მეორე ტატამზე, მე-14 გამოვა.

    შეგახსენებთ, რომ ძიუდოს წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან აიღებს სტარტს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ