სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ივანიშვილის ფულს დაუპირისპირდებიან? - ყოფილი მაღალჩინოსანის ექსკლუზიური ინფორმაცია

    ივანიშვილის ფულს დაუპირისპირდებიან? - ყოფილი მაღალჩინოსანის ექსკლუზიური ინფორმაცია
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ალიას"-თან ინტერვიუში ამჟამად ემიგრაციაში მყოფი, ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელსაც ვინაობის გამჟღავნება საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს საინტერესო სიახლეს ამბობს.

    "მინდა მოგაწოდოთ ექსკლუზივი – ჩემი ინფორმაციით, კიდევ ერთი მცდელობაა მესამე ძალის შექმნის, ამჯერად უკვე უცხოეთში.

    ქართველები, ისეთი ადამიანები, რომლებიც აქამდე არასოდეს ყოფილან ქართულ პოლიტიკაში, ისინი მუშაობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მაღალ თანამდებობებზე. საორგანიზაციო საკითხებზე თვეებია მიდის მუშაობა, მათი დიდი ნაწილი უკვე არაერთხელ იყო ქვეყანაში ჩამოსული, ადგილზე გაეცვნენ პოლიტიკურ ვითარებას.

    აუცილებლად ჩატარდება ვადამდელი. სხვათა შორის, 6 თვის წინ ეს ჯგუფი მზადებას იწყებდა 2024 წლის არჩევნებისთვის, ახლა მათი გეგმების შეიცვალა. იმის თქმა შემიძლია, რომ 5 ადამიანია დამფუძნებელი, სერიოზული ჯგუფია. არც ერთი არ იქნება გასვრილი. რაც ყველაზე მთავარია, მათ უკვე მოიპოვეს ნდობა დასავლეთის და სერიოზულად დიდი ფული მოიზიდეს უკვე, იმდენად დიდი, რომ ივანიშვილის ფინანსებთან დაპირისპირების არ ეშინიათ.

    ეს ფული არის დასავლეთის. შემოდგომაზე იგეგმება საქართველოში ჩამოსვლა და ჯერ მოძრაობის და მერე პარტიის წარდგენა და მხოლოდ ამ პირველ ნაბიჯებზე 300 მილიონია გამოყოფილი. შემდეგ უკვე დაიწყებენ მოქმედებას?

    დააკვირდით, რა მოხდა ივნისში? ხალხი თავისით გამოვიდა, სწორედ ეს იყო გადამწყვეტი ტესტი – ესე იგი, შეუძლია ხალხს გამოსვლა, როცა საქმე ეხება ქვეყანას, შვილების მომავალს? ვინც გონიერია, ყველამ დაინახა, რომ ის რაც მოხდა ივნისში თბილისში, როცა ზღვა ხალხი გამოვიდა ქუჩაში ევროკავშირის მხარდასაჭერად, რომ ეს იყო სიგნალი, ხელისუფლების შეცვლის სიგნალი.

    რაც გინდათ ის დაარქვით, მე გეუბნებით, რომ იქმნება სერიოზული მესამე ძალა, რომელსაც ხალხი გაჰყვება და რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის

    გარწმუნებთ, ამ ადამიანებს აქვთ ბერკეტი, ეს სისხლისღვრა შეაჩერონ, თორემ, ივანიშვილი ეცდება, კი. ვერ გეტყვით ახლა ეს რა ბერკეტებია, მაგრამ ნამდვილად აქვთ და გამოიყენებენ.

    არა, ეს ის ხალხი არ არის, ვისზეც ბიძინა იმოქმედებს, თუ არადა, თუ მათ შორის რამე კავშირია, ჟურნალისტებს რა გამოგეპარებათ? მყისიერად იპოვით. ბიძინას შვეიცარიული ბანკის სახელით გაუგზავნეს სიგნალი, რა ელოდება, თუ არ გაჩერდება. ეს სიგნალი ადრესატამდე კი მივიდა, თუმცა, საეჭვოა რომ აღიქვა, ისე იქცევა", - ამბობს ემიგრანტი.