მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელსი პოსტს აქვეყნებს.
"დროშები დაბლა, ჩვენ არ გვყავს დღეს გმირი
მას სძინავს წარსულში, მარადიული ძილით.
გამოვფხიზლდებით, ოდესმე, ალბათ.
ქართველი ქართველს ლურსმნებით აკრავს.
მოღალატე და ცქვიტი,
სად გაქრა დიდი სიყვარულის ნიჭი
დროშები დაბლა, სიჩუმე სუფევს.
ქართველი ქართველს, ზურგიდან უტევს.
თვალებს მალავენ მკაცრი ძეგლები
და უსახელოდ დაიმარხნენ,სადღაც, გმირების ცხედრები.
შავები გახდნენ, ლურჯა ცხენები
დედებს ტირილით,დაუშრათ ცრემლები.
დედებს ძუძუში დარჩათ ტკივილი
სარძეოდ ბავშვს აღარ აჩენს სიკვდილი
და შუბლზე ცივი ოფლის წვეთები
სისხლად ჩამოდის, მოღალატე ძმის გამეტებით.
ყაყაჩოების ველი,
სისხლად ქცეული ცრემლი
მუხლებზე დამდგარი ვაჟკაცი
სად დარჩა, დასაძახი ქუდზე ასი კაცი.
და ქალი დგას,სადღაც შორს, იყურება სევდით.
რა ტკივილს ატარებს ქართლის დედა, გულზე ხელით.
ელოდება გმირებს
და ნამდვილ სამშობლოს შვილებს.
დროშები დაბლა.
შავია დღე.
იწვიმებს,წაშლის,
ნაწამებ გვერდს.
წაიღებს ქარი, მოღალატეობის სენს
გაჩნდება გმირი და გაუშვებს მზეს.
დღეს დროშები დაბლა, სიჩუმე დადგეს, ჩვენ ყველას მათი, მომავლით გვმართებს".