საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამის, გელა ბექაურის კომენტარს პარიზიდან აზიარებს.
“ღვთისმშობლის ხატს ვსახავდი ლაშას, ძალიან რომ უჭირდა. დარწმუნებული ვიყავი, გაიმარჯვებდა. როგორც წინა ოლიმპიადაზე, ეჭვი არ შეგვპარვია, ტრავმის დროს რომ ოქროს მედალი იქნებოდა და ელემენტარული სხვა შანსი არ იყო, ისე იყო ახლაც. დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით - გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს, ყველას, გვიყვარხართ, ხალხო! მე ვარ ბედნიერი მშობელი, რომ ღმერთმა მაჩუქა ისეთი შვილი, რომელსაც სიხარული მოაქვს თავისი სამშობლოსთვის!“, - განაცხადა გელა ბექაურმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური, ფინალში იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდა. მეტოქე დაამარცხა და ზედიზედ მეორედ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე სპორტსმენმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია, ნახევარფინალში კი ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან მოსახლიშვილს მოუგო.