"დინამო თბილისმა" და რომან ფიფიამ ლუკა ლოჩოშვილთან დაკავშირებით ერთი შეცდომა დატოვეს, რის შედეგებსაც ახლა იმკიან. ლოჩო კარიერას "კრემონეზეში" გააგრძელებს და იტალიური კლუბი მასში 1.6 მილიონ ევროს იხდის.
სამწუხაროდ, ლოჩოშვილის ტრანსფერიდან თბილისის “დინამო” ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. “დინამომ” ლუკა “ვოლფსბერგერში” 200 ათას ევროდ გაყიდა და კონტრაქტში შემდეგ გაყიდვაზე საუბარი არ ყოფილა.
არადა, მსგავსი პუნქტი “დინამომ” აზაროვის, ჩაკვეტაძის, კვარაცხელია, აბუაშვილის, მამარდაშვილის და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებში ჩადო.