რამდენიმე დღეში იტალიის სერია A აიღებს სტარტს და ყველანი მოუთმენლად ველით ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ დებიუტს.
ჩემპიონატის დაწყებამდე იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.
"კვარას, შესაძლოა, არ ესმოდა, რომ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც მისი ან უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს.
ხშირად მას ზედმეტი მოძრაობები აქვს, რაც ლოსანოსა და ოსიმენის თამაშიდან გათიშვას იწვევს და დარწმუნებული ვარ, რომ მწვრთნელი ამაზე იმუშავებს.
ვფიქრობ, ხვიჩას მიზანი იყო, დაემტკიცებინა, რომ ის კარგი ფეხბურთელია... მგონია, რომ ის უფრო გამჭრიახი უნდა იყოს", - თქვა ალბარელამ.