სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში? - ვის სურს ბუდუ ზივზივაძე

    კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში? - ვის სურს ბუდუ ზივზივაძე
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე შეიძლება აზერბაიჯანულ "ყარაბაღში" აღმოჩნდეს. ამაზე აზერბაიჯანული მედია წერს.

    Azerisport-ის ცნობით, 28 წლის შემტევი "ყარაბაღს" შესთავაზეს, თუმცა მხარეთა შორის ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ შემდგარა. არ ვიცით არც ის, რამდენად დიდია მეზობელი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ინტერესი ბუდუსადმი.

    ახალ სეზონში ზივზივაძემ 5 მატჩში მოასწრო მონაწილეობა, სადაც თავი 4 გოლით გამოიჩინა. ამ 4-დან 3 გოლი უეფას კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე გავიდა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ