სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თბილისის დინამოს მყიდველი გამოჩნდა – ვის სურს ლეგენდარული ქართული კლუბის შეძენა

    თბილისის დინამოს მყიდველი გამოჩნდა – ვის სურს ლეგენდარული ქართული კლუბის შეძენა
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    Geo Team-ის ინფორმაციით, თბილისის “დინამოს” ყიდვით თურქული კომპანია Alagoz Holding-ია დაინტერესებული.

    მოგეხსენებათ, დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ რამდენიმე კვირის წინ “დინამოს” გაყიდვის ამბავი დაადასტურა და თქვა, რომ მოლაპარაკებას ინვესტორებთან აწარმოებდა.

    Geo Team-ის ცნობით, Alagoz Holding-ს სპორტთან მჭიდრო კავშირი აქვს. კომპანია მომავალ წელს კლუბ “ანკარგიუჯიუს” გენერალური სპონსორი იქნება, რომელსაც სასპონსორო სახით 10 მილიონ ევროს მისცემს.

    ეს კომპანია ასევე “ფენერბაჰჩეს” საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდის ერთ-ერთი გენერალური სპონსორია და თურქეთში უნივერსიტეტების, კლინიკების და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ