"ნაპოლი" პრესზონის ბოლო მატჩში "ესპანიოლს" ფრედ ითამაშა - 0:0.
მოედანზე რამდენჯერმე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.
"ნაპოლის" სათადარიგოთა სკამზე კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ისხდნენ.
დე ლაურენტისმა ვერ მოითმინა, შესვენებაზე გუნდების გასვლის წინ მოედანზე შევიდა და ერთ-ერთ მსაჯს საყვედური უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთა უხეშობაზე რეაგირებას არ ახდენდნენ.
ამ მატჩში ხვიჩა სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 68 წუთიგაატარა და მეტოქეები განსაკუთრებით მის წინააღმდეგ უხეშობდნენ.