სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საზარელი ამბავი - პოლიციამ დანით შეიარაღებული პირი აეროპორტში მოკლა

    საზარელი ამბავი - პოლიციამ დანით შეიარაღებული პირი აეროპორტში მოკლა
    2 წლის და 5 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზის აეროპორტში, სამართალდამცველებმა დანით შეიარაღებული კაცი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

    შემთხვევა ტერმინალ 2F-ში მოხდა.

    "დღეს დილით, შარლ დე გოლის აეროპორტში, პოლიციამ გაანეიტრალა პირი, რომელსაც დანა ეჭირა და იმუქრებოდა", - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

    "უსახლკარო ადამიანი აწუხებდა უსაფრთხოების აგენტებს და მის გასაყვანად, სასაზღვრო პოლიცია გამოიძახეს", - აცხადებს აეროპორტის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

    მედიის ცნობით, კაცმა პოლიციელების შეურაცხყოფა დაიწყო და დანა ამოიღო. "ამის შემდეგ, პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა იარაღი გამოიყენა", - უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი მედიას.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ