ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, იტალიის სერია A-ში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, 24 წლის ლუკა ლოჩოშვილი ითამაშებს.
ის ბოლო ორი სეზონი ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" თამაშობდა, ახლა კი სერია B-დან აღზევებულ "კრემონეზეს" შეუერთდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, "კრემონეზე" ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს გადაიხდის.