სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თითქოს ემზარ კვიციანს ასეთი იუმორი აქვს და ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას" - ვანო ჯავახიშვილის სკანდალური ისტორია

    "თითქოს ემზარ კვიციანს ასეთი იუმორი აქვს და ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას" - ვანო ჯავახიშვილის სკანდალური ისტორია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    39 წლის მსახიობი, ვანო ჯავახიშვილი, მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. შემოგთავაზებთ მის სკანდალურ ამბავს, რომელის შესახებაც შესაძლოა, არც კი გქონდეთ წაკითხული.

    2017 წელს ვანო ჯავახიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხებოდა ემზარ კვიციანის სკანდალურ განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ვანო ჯავახიშვილი გიორგი სანაიას მსგავსად, მომავალი მსხვერპლი შეიძლება გამხადრიყო".

    ვანო ჯავახიშვილი ამბობდა, რომ ემზარ კვიციანსა და ირმა ინაშვილს მისი ხუმრობები არ მოეწონათ, შესაბამისად სწორედ, ამიტომ გააკეთეს ასეთი განცხადებები.

    "როდესაც ემზარ კვიციანის განცხადებას საზოგადოების და ტელევიზიის მხრიდან შეფასება მოჰყვა, უცებ შეიცვალა მუქარის მიმართულება და იუმორში გადაიტანეს, რომ თითქოს ემზარს ასეთი იუმორი აქვს და ასე აანონსებს ადამიანების ლიკვიდაციას. მაშინ მე ვურჩევ, რომ ისწავლონ იუმორის ფორმები და რა არის იუმორი. ჩემი ოჯახის წევრებმა ეს განცხადება ძალიან განიცადეს", - ამბობდა ჯავახიშვილი.