ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის კომაში ჩავარდნასთან დაკავშირებით.
"წავიკითხე, რომ თითქოს ჩვენი პრეზიდენტი კომაშია და ახლა მის შემცვლელს ეძებენ. მინდა იმედი გაგიცრუოთ! პრეზიდენტს მცირე ხნის წინ ვესაუბრე და საკმაოდ ომახიანი ხმა ჰქონდა."
"ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, სჯობს პირი მოკუმოთ, რადგან შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში შემდეგ თავად აღმოჩნდებიან", - ეს კადიროვის სიტყვებია, რომელსაც Kavkazr.com ავრცელებს.