2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილი აშშ-ში იმყოფება და რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის ერთ-ერთი ეტაპისთვის ემზადება.
სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით ცნობადი ადამიანების სტატუსებსა და ვიდეოებს, რომლებითაც ისინი დათის მხარდაჭერას უცხადებენ და ამხნევებენ.
საჯაროდ მიმართავს დათის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც.
აღნიშნულ ვიდეოს „ინსტაგრამის“ გვერდი dati_and_family აქვეყნებს:
“დათუნა, ჩემო ძმაო, გენაცვალე გულში! გავიგე, რომ ოპერაციას იკეთებ და მინდა გითხრა, რომ ყველაფერი მაგრად იქნება. არ ინერვიულო და იცოდე, რომ ღმერთი ყოველთვის შენთან არის და არასდროს დაგტოვებს, რაც ხდება, ყველაფერი ღმერთის ნებაა და იცოდე, რომ არაფერი გაქვს სანერვიულო, ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად, გენაცვალე გულში, აბა შენ იცი, წარმატებები“, – მიმართავს ლაშა ბექაური დათი ქოქრაშვილს.
ნახეთ ვიდეო: