სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შევარდა ტალახში და ხალხის გამოყვანა დაიწყო" - ვინ არის ვაჟკაცი რაჭიდან, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს

    "შევარდა ტალახში და ხალხის გამოყვანა დაიწყო" - ვინ არის ვაჟკაცი რაჭიდან, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მაკა მუკვანი სოციალურ ქსელში თავისუფალი სტილით მოჭირავე გიორგი მეშვილდიშვილის ფოტოს აქვეყნებს, სპორტსმენი პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა, როგორც ირკვევა მეშვილდიშვილი ონშია დაბადებული.

    "ტყიდან გამოვარდა გოლიათი, რომელიც მშველელად მოგვევლინა, ტალახში შევარდა და ხალხის გამოყვანა დაიწყო“- ამას შარშანდელი შოვის ტრაგედიდან ჰყვებოდა თვითმხილველი ხალხი.

    ეს არის, აზერბაიჯანის სახელით რომ ასპარეზობს ეს დიდი გულის ბიჭი, ონში დაბადებული ჩემპიონი გიორგი მეშვილდიშვილი.

    საამაყო ბიჭია ნამდვილად. მეც განსაკუთრებით მეამაყება ვაჟკაცი ჩემი რაჭიდან!!"
    - წერს მაკა მუკვანი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ