ტიტულოვანი ქართველი მოჭიდავის, გენო პეტრიაშვილის ძმა - კონსტანტინეც ამ სპორტს მისდევს.
ძმის მსაგვსად, კონსტანტინე პეტრიაშვილიც კარიერის საწყის ეტაპზე საკმაოდ წარმატებულია.
კონსტანტინე პეტრიაშვილმა ივლისის თვეში, სერბეთში გამართული 17-წლამდეთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი უმარტივესად მოიგო.
იხილეთ როგორ ემოციურად გულშემატკივრობდა გენო ძმას: