სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სკოლებში სიახლეები იგეგმება - რა შეიცვლება სექტემბრიდან

    სკოლებში სიახლეები იგეგმება - რა შეიცვლება სექტემბრიდან
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.

    "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის უფლება ექნებათ 5 წლის ბავშვებს, კონკრეტულად კი მათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.

    მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან და ეს სიახლეც 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

    2022-2023 სასწავლო წლიდან მე-10 კლასის მოსწავლეებს "საქართველოს ისტორიას" ცალკე საგნად ისწავლიან. ექნებათ ახალი სახელმძღვანელოც.

    ასევე, ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება.

    საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება და ასე შემდეგ.

    2023 წლიდან ექიმის საათი ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება.