შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში თავისი ახალი სახლის ვიდეოს გვიზიარებს, რომელიც ერთ-ერთ გვერდზე დევს.
როგორც ტელეწამყვანი წერს, ვიდეოს კომენტარებში ბევრი არასასიამოვნო სიტყვა წაიკითხა, რაც მისთვის გულდასაწყვეტია.
“კომენტარები ჩამიგდეს ამ ვიდეოდან…რა გჭირთ ხალხო, დამშვიდდით….დედისტოლა ქალები ხართ, დაოკდით.! კაცუნებზე არაფერს ვამბობ….პირველად ვნახე ადამიანს სახლის მილოცვაზე უწერდნენ ჯოჯოხეთში მოხვდებიო…ჩემო კარგებო, მე ჩემი ჯოჯოხეთი გამოვიარე. მაგითი ვერ შემაშინებთ…სხვა დანარჩენები-ჩემზე კარგები და პატიოსნები რომ ხართ, მე ნუ მაბრალებთ თქვენ დამპალ ცხოვრებას“, – წერს შორენა ბეგაშვილი.