სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ღმერთს მასთან საუკეთესოები მიჰყავსო, მართალი ყოფილა..." - გიორგი დიდებაშვილს ემგობრები ემშვიდობებიან

    "ღმერთს მასთან საუკეთესოები მიჰყავსო, მართალი ყოფილა..." - გიორგი დიდებაშვილს ემგობრები ემშვიდობებიან
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილ 21 წლის გიორგი დიდებაშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:

    ,,რა უნდა დავწერო, არ ვიცი, გული გამეყინა, ძალიან, ძალიან მწარეა. გიო, ჩემო კეთილო და ჭკვიანო, მიყვარხარ, შენთან გატარებული ყოველი წუთი, ყველა საუბარი, რჩევა, დახმარება, შენი იუმორის გრძნობა სულ მემახსოვრება.
    მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ სადღაც უფრო მაგარ ადგილას ხარ შენი ფანტაზიებივით ნათელ და ლამაზ სამყაროში, ფიზიკური და სულიერი ტკივილებისგან შორს".

    ,,ღმერთს მასთან საუკეთესოები მიჰყავსო, მართალი ყოფილა... უფალმა ნათელში გამყოფოს".

    ,,რა მწარე ხარ, ჩემო ბიჭო".

    ,,სამყაროში არავითარი კანონი არ არსებობს. გვაპატიე, რომ ვერ გიშველეთ".

    ,,ვაჰ, გიო, როგორ ჩაგვწყვიტე გული!

    ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს ვერაგი დაავადება დაგამარცხებდა ასეთ ძლიერ ადამიანს!
    ნამდვილად გამორჩეული ადამიანი და სტუდენტი იყავი!", - წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

    გიორგი დიდებაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. მას ძვლის ტვინის გადანერგვა ესაჭიროებოდა.

    ახალგაზრდას 2021 წლის ზაფხულში მწვავე ლიმფობლასტური B ტიპის ლეიკემია დაუდგინდა.

    გიორგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების მესამე კურსის წარმატებული სტუდენტი იყო.