დღეში რამდენჯერ ეუბნებით თქვენს ძაღლს, რომ გიყვართ? ახალმა კვლევამ დაადასტურა, რომ ჩვენ ოთხფეხა მეგობრებს ნამდვილად ესმით, როცა ეუბნებით, რომ გიყვართ.
ყველა თქვენ, ვისაც სახლში ძაღლები გყავთ, იცით, როგორ უხარიათ მათ, როცა სახლში მიდიხართ და როცა ძაღლმა იცის, რომ სეირნობის დროა ან ჭამის. მთელ ამ სიხარულს კუდითა და კვნესით გამოხატავს. მაგრამ ძაღლების ქცევის ექსპერტები წინ წავიდნენ და გამოიკვლიეს ის, თუ რა აღელვებს ძაღლებს ყველაზე მეტად. კვლევისას მათ შეადარეს და გაზომეს მათი გულისცემა ყოველდღიური საქმიანობის დროს.
ალბათ უკვე იცით, რომ ძაღლები სასწაულებს აკეთებენ ჩვენი ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის. ისინი ხელს უწყობენ სტრესის დონის შემცირებას, არტერიულ წნევას და გულის დაავადებების რისკს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მსგავსი ჯადოქრობა იყო ჩვენი საყვარელი ოთხფეხა მეგობრების მიერ, თუ მათ მიმართ ყოველდღიურად ვავლენთ სიყვარულს.
ექსპერტებმა, რომლებიც სწავლობენ ძაღლების ქცევას, ჩაატარეს კვლევა, რათა აღმოეჩინათ მათი ლოკვის, ხვეწნისა და ყეფის ნამდვილი მნიშვნელობა, რასაც შინაური ცხოველები აკეთებენ ყოველდღიურად.
კვლევისას მათ შეამოწმეს მათი გულისცემა ყოველდღიური საქმიანობის მიხედვით. მათ აღმოაჩინეს, რომ როდესაც ძაღლი ხედავს თავის პატრონს, მისი გულისცემა 10 პროცენტით იზრდება. სიტყვაზე "მიყვარხარ" კი ის იზრდება 46 პროცენტით.
ეს ნამდვილად არის მიზეზი, რის გამოც ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა უთხრათ სიტყვა - მიყვარხარ - ბევრჯერ.