იუმორისტმა ვახო ბიჭიკაშვილმა ისრაელში დათი ქოქრაშვილი მოინახულა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და დათისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
"დათი მოვინახულე ისრაელში, მხიარული და საყვარელი კაცია. მინდა რომ ძალიან კარგად იყოს. ჰოდა ძალიან კარგად იქნება", – წერს ვახო ბიჭიკაშვილი ინსტაგრამზე.
შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოიყვანენ.
როგორც დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი აცხადებს, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მდგომარეობა სტაბილურია.